„ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკვშირებით განცხადებას აკეთებს.

როგორც პარლამენტის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებიც შეეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა:

„ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

 

მსგავსი თემები