ევროკავშირის ელჩი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე კომენტარს აკეთებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, პარლამენტში გუშინ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. საუბარია დეპუტატებისთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მსგავსი თემები