უკრაინის რადა მიმართვას ავრცელებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნას.

სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რეზოლუცია ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება.

ამასთან, რადას წევრები მიმართავენ გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს, მოუწოდებენ მათ, არ დაუშვან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. მიმართვას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა.

ასევე, უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმონ რუსეთის ქმედებები.

დოკუმენტში უკრაინელი დეპუტატები გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარონ.

მსგავსი თემები