წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი ახალშობილის დედა დააკავეს

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა  „ახალ რაიონში“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსთან მოხდა.  მას შემდეგ, რაც მილი გაიჭედა, ადგილობრივებმა მის გასაწმენდად ხელოსანი გამოიძახეს და სწორედ მათ იპოვნეს ახალშობილის ცხედარი.

საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს

 

მსგავსი თემები