საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს
ფოთში, გაჭედილი საკანალიზაციო მილის წმენდისას, ადგილობრივებს შემზარავი სურათი დახვდათ. მილში გაჭედილი იყო ახალშობილი, რომელიც სავარაუდოდ, „არასასურველი მშობიარობის“ შემდეგ გადააგდეს. შემთხვევა „ახალ რაიონში“ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსთან მოხდა. მას შემდეგ, რაც მილი გაიჭედა, ადგილობრივებმა მის გასაწმენდად ხელოსანი გამოიძახეს. ადგილზე კი მას ეს მძიმე სურათი დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე