აშშ და ბრიტანეთი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინაში შექმნილი ურთულესი ვითარება კიდევ ერთხელ განიხილეს. ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ შეიარაღებული აგრესიის შედეგად, ხანგრძლივი კრიზისი ექნება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ, მსოფლიოს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინას აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უწყვეტად ექნება.

„შეხვედრაზე განიხილეს დიპლომატიური და ე.წ. შეკავების მცდელობა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ. ისინი ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. ასევე, განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობა და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე, მზადყოფნას, რუსეთს მძიმე შედეგი დაუწესონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზით წავა,“ – აცხადებენ თეთრი სახლში.

ამავე თემაზე ინფორმაციას „დაუნინგ სთრითიც“ ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეფასებით,  უკრაინაში შეჭრა გამოიწვევს რუსეთისთვის ხანგრძლივს კრიზისს, რაც დიდ ზიანს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე მსოფლიოს.

 

მსგავსი თემები