კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1270-ია

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 493, აჭარაში – 767, იმერეთში – 1 205.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 270 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 155, იმერეთში – 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 40, იმერეთში – 24.

1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 945 – თბილისში, 424 – აჭარაში. 182 537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 11, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები