პენტაგონი უარყოფს აშშ-ს წყალქვეშა ნავის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, კურილის კუნძულებთან ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა. საქმე ეხება იმ ინფორმაციას, რომ თითქოს ამერიკული წყალქვეშა ნავი საერთაშორისო წყლებში მოძრაობდა.

“რუსეთის პრეტენზიები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, – განაცხადა შშ-ს საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, მედიასთან საუბარში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს 2022 წლის 12 თებერვალს მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან.

მსგავსი თემები