ბაკურიანის საბაგიროში ჩარჩენილი დამსვენებლების ევაკუაცია დასრულდა

ბაკურიანში, ტექნიკური პრობლემების გამო, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილ დამსვენებელთა ევაკუაცია განხორციელდა. დამსვენებლებს ჰაერში ყოფნა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მოუწიათ.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს, ყველა დამსვენებელი გამოყვანილია საბაგიროდან.

შეგახსენებთ, რომ მიტარბის საბაგირო ავარიულად გაჩერდა და ტურისტები ჰაერში დარჩნენ. კომპანიის განცხადებით, საბაგიროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ შეფერხება მათი მხრიდან არ ყოფილა და არც ძაბვის ვარდნა მომხდარა.

ამ ეტაპისთვის, დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულებულია.

ბაკურიანში, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ტურისტები ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

მსგავსი თემები