საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას საკითხი განიხილება. საუბარია მათთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შესაძლო შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს; შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, საპარლამენტო სხდომების გაცდენა, შეგახსენებთ, რომ ის სხდომებს საერთოდ არ დასწრებია და პარლამენტში არც შესულა; ელენე ხოშტარიას შემთხვევაში კი ასევე, არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომების გაცდენა.
საკანონმდებლო ორგანოში სამი დეპუტატის დასჯის საკითხის განხილვა ხვალ დაიწყება.