უკრაინამ რუსულ კომპანიებს და რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელინსკიმ გადაწყვიტა 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესოს. ეს გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

სასანქციო სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ჩართულები.

ფიზიკური პირების უმეტესობა მაღალჩინოსანია, ისინი ყირიმის ძალოვან უწყებაში მუშაობენ. ასევე სიაში 18 მოსამართლეც მოხვდა.

მსგავსი თემები