გერმანიამ ესტონეთს დაუბლოკა საშუალება იმისა, რომ უკრაინას იარაღი გადასცეს

გერმანიამ უკრაინის არმიისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვაზე ნატო-ს მოკავშირე ესტონეთის მოთხოვნა დაბლოკა.

იმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის გაგზავნის უფლება მისცა. ამას დათანხმდნენ ნატო-ს მოკავშირე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად: დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, თუმცა გერმანია ამჯერად უარზეა.

გერმანიის უარი გამომდინარეობს იქიდან, რომ შეიარაღება გერმანული წარმოშობისაა და ამავე დროს ისინი ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი რუსეთთან მოლაპარაკებებს გაართულებს.

მსგავსი თემები