„არა, არა… იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული თანხმობა ვინმეს გათავისუფლებას არ ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაში ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც რომელი ადამიანის გათავისუფლებისთვის შეიქმნა. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა გათავისუფლებაში წინამორბედი იგულისხმა.

„ჩემი ამოცანაც ესაა  – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის.  არა, არა… იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო – არა. ეს იმისთვის კეთება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სანამ პრეზიდენტი იქნება, იმუშავებს, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზა არსებობდეს.

 

მსგავსი თემები