„უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება“ – პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

„უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ კი გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები“ –  ასეთია პრეზიდენტის შეფასება ქვეყანაში არსებულ მდგომარებაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, მისი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთმანეთისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად.

„მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები