როგორია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი?!

2021 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მოხმარებაზე. უფრო კონკრეტულად,  ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების დინამიკაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2021 წელს „მედიაცენტ მთავართან“ ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა კვლავ რჩება მნიშვნელოვანდ დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე. 2021 წელს ექსპლუატაციაში 5 მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური შევიდა. ჯამში მათი სიმძლავრე 7 მეგავატს აღწევს: „დვირულა ჰესი“ – 1.99 მგვტ, „ხრამჰესი“ – 1.13მგვტ, „თბილისის ზღვის ჰესი“ – 0.4 მგვტ, „როშკა ჰესი2“ – 1.99მგვტ, „როშკა ჰესი3“ – 1 მგვტ.

დავით ნარმანიას თქმით, 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები, წინა წელთან შედარებით. სემეკის თავმჯდომარემ  მოხმარება-წარმოების დინამიკის შედეგები ციფრებში ასახა და წარმოგვიდგინა „მედიაცენტრ მთვართან.“

2021 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მოხმარებაზე. იანვარსა და აპრილში წარმოების ნიშნული 800კვტ.სთ-ზე მაღლა არ ასულა, როდესაც მოხმარებამ აღნიშნულ თვეებში 1182 და 1049კვტ.სტ-ებს მიაღწია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით კი წარმოების ნიშნულმა ბევრად აიწია და მოხმარების ნუშნულს ყველა თვეში აჯობა, გარდა ნოემბრისა, აქ თანაფარდობას ვხვდებით.  რაც შეეხება ექსპორ-იმპორტს, იმპორტის მაჩვენებლი უკანასკნელ 7 წელიწადში ყველაზე მეტ – 1798.8 მლნ.კვტ.სთ-მდე ავიდა 2021 წელს. ექსპორტმა კი 2020 და 2019 წლის შედეგებს აჯობა და 390.9მლნ.კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებლის 200-ით გაზრდას ნიშნავს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები