“ლეიბორისტები” ტრანსპორტზე განახლებულ ტარიფებს აპროტესტებენ – შალვა ნათელაშვილმა აქციები დააანონსა

თბილისში ტრანსპორტზე განახლებულ ტარიფებს ლეიბორისტულ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. მათმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, აქციებიც დააანონსა და სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა.

“მე მივმართავ რეჟიმს, მის მეთაურებს და კონკრეტულად მერ კალაძეს ან სასწრაფოდ უკან წაიღებთ დანაშაულებრივ განზრახვას ან მთელ თბილისს მოვუწოდებ გამოვიდეთ და დავდგეთ ქუჩაში, დავიწყოთ საუბნო საპროტესტო კომიტეტების შექმნა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

მსგავსი თემები