გორში დაკარგული 9 წლის გოგონას ცხედარს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს, ძალადობის ნიშნები ეტყობა.
ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.
9 წლის გოგონას პოლიცია და მშობლები დღეს, შუადღის შემდეგ ეძებდნენ.
ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.