თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. მოჭიდავეებს წარმატება პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გენო პეტრიაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე დაეუფლნენ. დღეს, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთო.

მსგავსი თემები