სოფო ხალვაში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის ეთერიდან მოხსნეს 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას მომღერალი სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს. მიზეზი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობაა.

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “დილის ტალღის” წამყვანია დღეს, თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.​ ​​ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

“მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს” – ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას “დილის ტალღა” ეთერში გავა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები