სიკვდილიანობა რომც არ გაიზარდოს, ბევრი ავადმყოფის გამო, კლინიკები მაინც გადაივსება  

„პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, – აცხადებს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ შტამზე.

მისივე შეფასებით, დაზუსტებული ინფორმაცია, როგორია ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ცნობილი არ  არის, თუმცა, დაცვით – იცავს.

„პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები „ომიკრონისგან,“  ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, „ბუსტერ“ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები