ოკუპანტებმა უკრაინიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ადასტურებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა გაიტაცეს, ახლა 29 მათგანი ოკუპანტის ციხეებში იმყოფება. რაც შეეხებათ აქტივისტებსა და ბიზნესმენებს,  ოკუპანტების იტაცებენ ყველას, ვისაც საკუთარი აზრი და პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლიდან ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს“, – აცხადებს ფედოროვი.

 

მსგავსი თემები