მმართველი გუნდის წევრები ათონელის რეზიდენციაში იკრიბებიან

მმართველი გუნდის წევრები და სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში იკრიბებიან. თუმცა უარყოფენ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იმსჯელონ და ამბობენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილს მორიგი საახალწლო მიღება აქვს, სადაც პოლიტიკაში ქალთა როლის ზრდაზე უნდა ისაუბრონ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე მიიწვიეს, რათა პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრათ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირიდან სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად მოისმენს. ის უკვე შეხვდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

მსგავსი თემები