ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.