საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საბავშვო ევროვიზია საფრანგეთში. 2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. მან ჯამში 224 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა, მესამეზე კი საფრანგეთი.

საქართველოს წარმომადგენელმა  ნიკო ქაჯაიამ კი 163 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. საქართველოს წარმომადგენელს უმაღლესი – 12 ქულა მასპინძელმა საფრანგეთმა მისცა.

ჯამში, საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები