„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პოლიტიკური ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.