საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე განცხადებას ავრცელებს

საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეზღუდულია. აღნიშნულს პარლამენტში  უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხსნიან და განცხადებას ავრცელებენ.

„9 ნოემბერს, 18:00 საათიდან  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა” – განმარტავენ პარლამენტში.  

მსგავსი თემები