გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი შევიდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე უკვე შევიდა გლდანის ციხეში, სადაც სამკურნალო დაწესებულებაა განთავსებული, ინსპექტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და ფსიქოლოგიური წნეხის შესახებ გამოკითხავს.

„დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ  განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და  საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწრების დაარქივების თაობაზე, რათა შემდეგში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, მისი გამოთხოვა განხორციელდეს“, – განაცხადა გამომძიებელმა ციხესთან.

მსგავსი თემები