ციხის საავადმყოფოში ტომოგრაფიის მონტაჟი 2-3 დღეში დასრულდება  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ციხის საავადმყოფოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ტომოგრაფიის აპარატი ამ ეტაპისთვის, დამონტაჟებული არ არის.  

ამავდროულად, გაბუნია განმარტავს, რომ გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს.

“რაც შეეხება გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს, მისი შეფასება რეგულირების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში მოხდა ახალი აღჭურვილობის მობილიზება ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები