გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სანახავად, გლდანში ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. ლომჯარია დაწესებულებაში უკვე შევიდა. ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და დეტალურ ინფორმაციას გამოიტანს როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი გლდანში გადაყვანისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

გლდანის ციხესთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც, რომლებიც დაწესებულებაში შესასვლელად ნებართვას ელოდებიან.  

მსგავსი თემები