,,ვვარაუდობ, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება”- იაროსლავ ნადი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება პუტინის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით დასრულდება. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს.

„რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით“, – აღნიშნა იაროსლავ ნადმა.

 

მსგავსი თემები