„ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე“ – კახა კალაძე

„მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება“ –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

თბილისის მერიდ განცხადებით, მას საკუთარ თავზე აქვს ყველანაირი ძალადობა გამოცდილი.

 „ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას – ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები