„ოპოზიციას აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია, ოღონდ კანონის ფარგლებში“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აქციას გამართავენ თუ არა, ეს ოპოზიციის უფლება.

„ოპოზიციას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში განხორციელდეს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე ვაპირებ, მათ  საქმით და კონკრეტული პროექტებით დავუპირისპირდე. ასე ვიმუშავებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებეთ, რომ ოპოზიცია, 6 ნოემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

მსგავსი თემები