„მიშამ 20 კილოზე მეტი დაიკლო“ – რუსთავის ციხე რადას დეპუტატმა დატოვა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკანი მისმა უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ დატოვა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით 20 კილოზე მეტი დაიკლო.    

„სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება. არჩევნები მოპარულია, რაც არასამართლიანი და მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, თუ როგორ უარესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვენლოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მის ჯანმრთელობაზე. შედარებით ცუდად გამოიყურება, დაკლებული აქვს დაახლოებით 20 კილოზე მეტი. რაც შეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს უკრაინაში, თუცა ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე“ – განაცხადა ციხიდან გამოსულმა რადას დეპუტატმა.   

მსგავსი თემები