ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი უწყებები მალე წარმოადგენენ მტკიცებულებას მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით.

„დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. პრემიერმა განმარტა, თუ რა იგულისხმა, იგულისხმა ის, რომ შიმშილობა არის პატიმრის უფლება. თავად განმარტა მან, რომ გულისხმობდა შიმშილობის უფლებას, რაც ნებისმიერი პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა. შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და მას აქვს ვალდებულება, რომ ამის მიღმა არ იმოქმედოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან, სადაც საუბრობდა, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ციხეში ყველამ იცის.  

მსგავსი თემები