„დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმაა, ისიმულიანტოს, დღეს გახდეს ცუდად, რომ მხარდამჭერებში გარკვეული გრძნობები გააძლიეროს.

„რაც შეეხება მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, მას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ის არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე… ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები