მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში წმინდა წერილი მიუტანა

პატიმრობის და შიმშილობის 29-ე დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პატრიარქის კურთხევით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მოინახულა. სასულიერო პირმა მსჯავრდებულ სააკაშვილს წმინდა წერილი გადასცა.

“რა მიზნით შეიძლება სასულიერო პირი მივიდეს პატიმართან – ეს კანონით ნებადართული საკითხია და ვალდებულებაც და უფლებაც. აი, წმინდა წერილი მიმაქვს, განსაკუთრებულად სჭირდება ადამიანს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან. მე უნდა გადავცე ის, რასაც სინდისი გვკარნახობს,”- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მსგავსი თემები