გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ სრულად ვაქცინირებულია და შედეგად, მისთვის ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

“ჩემო მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას.

გამომდინარე იქედან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული, თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს.

მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად არის გამოსავალი ჩვენს რეალობაში, რომ შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ “კოვიდ-19″-ს და, რაც მთავარია, შევამციროთ გართულებების და სიკვდილიანობის ის მაღალი მაჩვენებელი, რაც საქართველოშია,”-წერს ვაშაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები