„საკითხის განხილვის დროს „შავ კურტკიანი“ ტიპები არ უნდა მირჩევდნენ საქმეს“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

“რეალურად ამ თემაზე ჩვენ ვსაუბრობდით მარტიდან და აპრილიდან, მაჭავარიანის პრობლემიდან გამომდინარე“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

გოდოლაძე განმარტავს,რომ ქვეყანაში დარგის სპეციალისტების პრობლემაა, მისივე თქმით საკითხის განხილვის დროს „ შავ კურტკიანი“ ტიპები ურჩევნდნენ საქმეს:

„ამ ფერდების გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე აქ განაშენიაანება ყოველთვის გამოიწვევს პრობლემას, რადგან ეს პროცესი არ შეჩერდება.

ეს არის გეოლოგიური პროცესი, როდესაც არასწორად ვჭრით გრუნტს და ვეხებით, ის ყოველთვის მეწყერსაშიში ხდება.

მეწყერსაშიშ უბანზე გაიყვანეს გზა, რაც არის ბომბი, მთლიანად დაბზარულია ფერდი, ღმერთმა უწყის რას მოიტანს მომავალში ეს ქმედება.

ამის საინჟინრო გამოცდილება და პრაქტიკა არ გვაქვს, არც სპეციალისტები არ გვყავს.

და საოცარი ისაა, რომ საკითხის განხილვის დროს „შავ კურტკიანი“ ტიპები, რომ მირჩევდნენ საქმეს,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები