20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადვოკატებმა პროკურატურას ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს.
ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს.
ბეჟან ლორთქიფანიძე და კიდევ სამი პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.