„კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის შეხებას?- უარესს მიიღებთ“  – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ეს ორი ფერდი არის საშიში და ასეთი ტიპის განაშენიანებისთვის არ არის განკუთვნილი“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა.

გოდოლაძე ამბობს, რომ ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების საქმე არაა, ის ყურადღებას ამახვილებს ლისის ფერდზე გაჩენილ ახალ ნაპრალებზე, როგორც გოდოლაძემ განმარტა შესაბამისი სამსახურები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შეჩერებულიყო:

„წერია და ნაშრომები არსებობს, რომელიც შემიძლია გადავუგზავნო მერიის თანამშრომლებს, ცოტა განათლება, რომ მიიღონ, მე მგონი საერთოდ არაფერი არ იციან.

100 % – ით არაფერი მაგრდება, გარკვეული ალბათობით საშიშროება ყოველთვის არის, რომ დაიძრას, გინდა გაამაგროთ, გინდა არ გაამაგროთ, მთელი ზაფხულიდან მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები და ვერ მოხერხდა, არ არის ასე მარტივი.

ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ვცხოვრობთ სეისმოლოგიურად აქტიურ ქვეყანაში, ახლა, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, რას აკეთებენ? ამ ლისის ფერდს 7 ბალიანი მიწისძვრის პოტენციალი აქვს, საინჟინრო სკოლა ეს არის სულ სხვა მიმართულება, გამოყენებითი დარგი ჩვენი სპეციალისტების არის ფუნდამენტური დარგი, რაც ამ ქვეყანაში მკვდარია.

საქმე, რომ მირჩევდნენ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ხმა არ ამომეღო მაგიტოა კარგად საქმე,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცნეტრ მთავარში.“

მსგავსი თემები