მიხეილ სააკაშვილი გისოსებიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ციხიდან კიდევ ერთხელ მიმართავს.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები