„გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული.გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის განცხადებით, არსებული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა. არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს – რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა მედიასთან.  

ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი იჯდება ციხეში.

„მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები