ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქემ ქართველი მოკლა

ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც  ქალაქ უტრეხტში, საქართველოს ერთ მოქალაქეს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ინციდენტი სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, უტრეხტის ჰელინგის სასტუმროში მოხდა. 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სად იმყოფება ამჟამად თორნიკე მანველიძე უცნობია. ამიტომ, პოლიცია მის ფოტოს აქვეყნებს.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.

მსგავსი თემები