მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის სამზადისი დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, დღეს დაგეგმილი აქციისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს შენობის წინ სცენას და მონიტორებს ამონტაჟებენ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქცია 18:00 საათზე დაიწყება.   

აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებში ერთიანობა არ არის. აქციას ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება. ცნობილია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რეგიონებიდან ავტოკოლონებით დაიძრებიან.

მსგავსი თემები