ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის პატომრობას პოლიტიკურად მოტივირეულად აფასებს

  •  

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებისადმი მიმართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მათ სწორ შეფასებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების სათანადო გააზრებისთვის, რაც განსაკუთრებულ ხასიათს იძენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე.

ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის კრიტერიუმებით“ – აცხადებენ ცენტრში.

მსგავსი თემები