„დღეში 70-80 ადამიანი უნდა გარდაიცვალოს ვაქცინაცია რომ დავიწყოთ?“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთვარში“ ი მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში კორონავირუსის მხრივ არსებობს. როგორც მან აღნიშნა ვირუსით დაინფიცირების სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა.

„დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია.  პრაქტიკულად, „სტარტი“ აიღო „მეხუთე ტალღამ“ და ამ ეტაპს  შევხვდით განულებული ვაქცინაციის პროცესით. არსებული ციფრები შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორი მკაცრად აკრიტიკებს ვაქცინაციის პროცესის შეჩერებას და მოსახლეობას მიმართავს.

„სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები