„გამოგყრით კაბინეტებიდან მე და მელია“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

ეკა ხერხეულიძემ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი გამოიტანა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხება.

„ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსი” – მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“ – ასეთია მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი, რომელიც ჟურნალისტებს ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა.    

მსგავსი თემები