მიხეილ სააკაშვილმა 4 ქილა თაფლი ციხის ადმინისტრაციას დაუბრუნა

საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 5 ქილა თაფლის ყიდვასთან დაკავშირებით განცხადება ციხიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის გამო, მან თაფლი უკან დააბრუნა,     

„ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად – როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას”-  აღნიშნა  ხერხეულიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თაფლის გამოყენებაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში 7 ქილა თაფლი შეიძინა.     

მსგავსი თემები