„რკინის ხელკეტი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ მგზავრებს ჰქონდათ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ახალგაზრდების ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„გუკა ამირხანაშვილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ავტომობილში დახმარების მიზნით ჩაისვეს, როგორც გუშინდელმა მოწმემ მოყვა, გიორგი „ტოიოტა – კამრის“ მისვლის  შემდეგ შემთხვევის ადგილზე აღარ ყოფილა,“ – ამის შესახებ, შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ – ერთი ავტომობილის მგზავრების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”განაცხადა.

კობაიძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ტოიოტას“ მგზავრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო. კობაიძე მიიჩნევს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები არიან.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათი ბრალეულება ნულის ტოლია. გუშინ, ერთ – ერთმა მოწმემ, კერძოდ ფოტოგრაფმა ისაუბრა, იმაზე, რაც თავის თვალით დაინახა. კონკრეტულად, მან თქვა, რომ როდესაც მანქანა გაჩერდა გაიქცა ორი ადამიანი, ერთი თვითონ იყო მეორე კი, გიორგი. თუ მის ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც ჩნდებიან ადგილზე გიორგი იქ აღარ იყო ამ დროს. აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლის დროს გიორგი უკვე აღარ ჩანს შემთხვევის ადგილზე,  აქედან გამომდინარე დასტურდება, რომ „ტოიოტა – კამრის“ მგზავრები გიორგის იქ ყოფნის პერიოდში არ მისულან, ამიტომ არ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, რკინის ხელკეტი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში იყო.

„გუშინ კიდევ ერთი დეტალი გაირკვა, კერძოდ „მერსედესში“ მყოფმა პირმა აღნიშნა, რომ დაინახა თუ რა მიმართულებით გარბოდა გიორგი, გამოდის, რომ მერსედესში მჯდომის ჩვენება ლოგიკურია, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მივიდნენ გიორგი იქ აღარ იყო. მოტივი მათი იქ მისვლის იყო, ის, რომ „მერსედესში“ ვინც იყვნენ მათ დაურეკეს და ეძებდნენ მისიანებს, რათა კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა რკინის ხელკეტები სხვა მანქანიდანაა ამოღებული, ალბათ „მერსედესიდან.“ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ავტომანქანების მგზავრებზე, ეს 6 ადამიანი არანაირ ბრალეულობაში არ არიან და არც მიზეზობრივ კავშირში მომხდართან. გუკა ამირხანაშვილი მათ იმიტომ ჩაისვეს, რომ დახმარებოდნენ.“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

გარდაცვლილ ფეხბურთელს დღეს დაკრძალავენ.

https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93/

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება      

მსგავსი თემები