ერთ-ერთი ინფორმაციით, რკინის ხელკეტით მოზარდებს „მერსედესში“ მყოფი პირები გაუსწორდნენ (ვიდეო)

„მედიაცნტრი მთავარის“ ინფორმაციით, „ტოიოტა ქამრი-ში“ მყოფ პირებს დასახმარებლად „მერსედესში“ მყოფმა პირებმა დაურეკეს. რაგბისტები, რომლებიც ერთი უბნელები არიან, მცხეთის მიმართულებით ერთ-ერთი მანქანთ, „ტოიოტა ქამრით“ გაემართნენ ადგილზე.

მანქანში 6 მოქმედი სპორტსმენი იყო. როცა ისინი ადგილზე მივიდნენ, იქ არავინ დახვდათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, სუფრაზე მყოფ ბიჭებს, 6 მოზარდს, მერსედესის ტიპის ავტონამქანაში მყოფები გაუსწორდნენ. მათ შორის, ვინც სცემეს, იყო გიორგი შაქარაშვლი. ამ დროს, გზაზე გამოჩნდა „ტოიოტა ქამრი“. მოზარდებმა იფიქრეს, რომ ისინიც საცემად იყვნენ ჩასულები და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, ამის შემდეგ იკარგება გიორგი შაქარაშვილის კვალი.

აღნიშნულ თემაზე. “მედიაცენტრ მთავარში” 2 რაგბისტის უფლებადამცველებმა ისაუბრეს.

„საზოგადოებაში არის გავრცელებული ინფორმაცია, საიდანაც ჩანს, რომ როცა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მივიდნენ, გიორგი იქ აღარ იყო, ფოტოგრაფი ამბობს, – ვიყავით 6 და დავრჩით 4. „მერესედში”, ვინც იყვნენ მათ დაურეკეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დასახმარებლად, მათ შორის კომუნიკაცია შედგა, ჩვენთან იჯდა 6 პირი. დაზიანებები აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ ჩვენი ჩართულობა ჩანს უკვე კონფლიქტის ბოლოში. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დახმარების სულისკვეთების და მოგვარების გამო წავიდა 6 ადამიანი ადგილზე, რომლებიც იჯდნენ ერთ ავტომობილში. მოზარდების დაზიანებებთან დაკავშირებით „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს ბრალეულობა არ მიუძღვით,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით გუკა ამირხანაშვილსა (ერთ-ერთი მოზარდი, მოწმე, რომელიც თბილისში ჩამოიყვანეს და დიდუბეში დატოვეს) და „ტოიოტას“ მგზავრებს შორის ავტომობილში, თბილისამდე მხოლოდ კონფლიქტის წამოწყების მიზეზებზე შედგა საუბარი. როგორც კობაიძე ამბობს, ამირხანაშვილმა მეგობრის გაუჩინარების შესახებ იმ დროისთვის არაფერი იცოდა.

„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, მერსედესში 4 ადამიანი იყო, “ქამრიში”კი 6 და ექვსივე მოქმედი რაგბისტია.

გარდაცვლილ ფეხბურთელს, დღეს დაკრძალავენ.

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება     

მსგავსი თემები